Posts

Showing posts from April, 2017
Image
იაკობ გოგებაშვილი დაიბადა ღარიბი მღვდლის ოჯახში. სწავლობდა ჯერ  გორის , შემდეგ  თბილისის სასულიერო სასწავლებელში .  1855  წელს შევიდა  თბილისის სასულიერო სემინარიაში ,  1861  წელს კი —  კიევის სასულიერო აკადემიაში . პარალელურად უნივერსიტეტში საბუნებისმეტყველო დისციპლინებში ისმენდა ლექციებს, მაგრამ ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო, იძულებული გახდა  1863  წელს სამშობლოში დაბრუნებულიყო.  1864  წელს გოგებაშვილი თბილისის სასულიერო სასწავლებლის მასწავლებლად, ხოლო  1868  წელს მის ინსპექტორად დაინიშნა. ამავე დროს, იგი აქტიურად ჩაება ეროვნულ-განმათავისუფლებელ მოძრაობაში, რომელსაც  ილია ჭავჭავაძე  და  აკაკი წერეთელი  მეთაურობდნენ. გოგებაშვილის პროგრესულმა პედაგოგიურმა მოღვაწეობამ  სინოდისა  და მეფის ხელისუფალთა უკმაყოფილება გამოიწვია და  1874  წელს, იგი, როგორც პოლიტიკურად არასაიმედო, მოხსნეს თანამდებობიდან. ამის შემდეგ, გოგებაშვილი სახელმწიფო სამსახურში აღარ შესულა და მთელი სიცოცხლე ს...